ალექსანდარ ვუჩიჩი: გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს

ირაკლი კობახიძე

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ვუჩიჩის განცხადებით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„გულთბილი საუბარი მქონდა ირაკლი კობახიძესთან სერბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაუმჯობესებასა და იმ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე, რომლებსაც ჩვენი ხალხების ისტორიული, კულტურული და რელიგიური კავშირები აერთიანებს“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერების, სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობას. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბელგრადი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის ამოქმედება და სერბეთის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების ინტენსიფიკაციას.

ვუჩიჩმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ EXPO 2027-ში მონაწილეობის ოფიციალურად დადასტურების გამო და აღნიშნა, რომ ეს გამოფენა ორი ქვეყნის ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის კავშირების გაღრმავების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება.

✕