მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
1788515357
გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნეა. რეგიონულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) აკრძალვის საფრთხის წინაშეა, პარტიის წევრებზე კი ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.
ქალაქ ბად-კროიცნახში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პარტიის წარმომადგენლებს ქიმიური ნივთიერება შეასხეს. დაშავდა 9 ადამიანი. მათ მძიმე დამწვრობა მიიღეს. ძალადობრივი ინციდენტი 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის არჩევნებს ემთხვევა, სადაც გამოკითხვებით, ოპოზიციური პარტია 42%-მდე უპირატესობით ლიდერობს.
მზარდი რეიტინგის ფონზე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრი, საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტიის 4 რეგიონული ორგანიზაციის დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვენ. თავად "ალტერნატივა გერმანიისთვის" მიმდინარე მოვლენებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ კამპანიად აფასებს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, გერმანიის პარტია AfD ბუნდესტაგში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა და, 3 სექტემბრის გამოკითხვებით, პირველ ადგილზეც იმყოფება. მისივე თქმით, ეს პარტია არ მონაწილეობს ძალადობრივ ან რევოლუციურ ქმედებებში და მის წინააღმდეგ შესაძლო აკრძალვის მიზეზად მხოლოდ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ AfD-ს პოლიტიკური კურსი ევროპული ბიუროკრატიისა და ე.წ. "დიფ სთეითის" ხედვებს არ ემთხვევა.
"პარტია AfD, დღევანდელი მდგომარეობით, არის ბუნდესტაგში პირველი ოპოზიციური პარტია, 3 სექტემბრის გამოკითხვებში ის ლიდერობს და ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის არის პირველ ადგილზე. AfD-ს არ ჰქონია რევოლუციის მცდელობა (ბოლო 2 წელიწადში 5 რევოლუციის მცდელობა...), არ ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, საბოტაჟს არ ეწევიან სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ შეურაცხყოფენ, არ აბულინგებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ატარებენ თავის პოლიტიკურ კურსს. ეს არის და ეს მხოლოდ ერთადერთი მიზანი, რომ მათი პოლიტიკური კურსი არ ემთხვევა "დიფ სთეითის" კურსს, არ ემთხვევა დღევანდელი ევრობიუროკრატიის კურსს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი.