ადამიანების მორალისა და განათლების საკითხია, დაწესდეს ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. ადამიანების საქმეა, რომ აკონტროლონ საკუთარი ენა - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

"ადამიანების მორალისა და განათლების საკითხია, დაწესდეს ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. ადამიანების საქმეა, რომ აკონტროლონ საკუთარი ენა," - განაცხადა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით, რომელიც საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

მისივე განცხადებით, მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკის მიხედვით, პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, როგორც ფუნდამენტური უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში.

"არსებობს მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკა, როგორ უნდა დაიცვა, პირველ რიგში, ადამიანის გამოხატვის უფლება, როგორც დემოკრატიულ სივრცეში ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლება. ადამიანების მორალისა და განათლების საკითხია, დაწესდეს ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. ადამიანების საქმეა, რომ აკონტროლონ საკუთარი ენა და ილაპარაკონ ის, რაც შეეფერება საჯარო სივრცეს," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.