ცნობილია, რამდენი ლარით დაჯარიმდება ქვეითი, თუ ისეთ გზაზე გადავა, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის
1754031984
მავნებლობა, დილეტანტიზმი, მტრის მხარდაჭერა და სახელმწიფოს/ ბიუჯეტის ხარჯზე სარგებლის მიღების მცდელობა! - ასე აფასებს „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების ქმედებებს, რომლებმაც ქვეყანა საარბიტრაჟო დავებამდე მიიყვანა.
აბაშიშვილი იხსენებს ნამახვანზე დავას, რომელიც სახელმწიფომ არასამთავრობო სექტორის დაუღალავის მცდელობებისა და მუშაობის შედეგად წააგო. აბაშიშვილის პოსტში ჩამოთვლილია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ საქართველო დღეს უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი არ არის.
აბაშიშვილი ასევე ეხება ანაკლიის საკითხსაც და აცხადებს, რომ „ანაკლიის პროექტზე ორი საარბიტრაჟო დავა წააგეს ე.წ. ინვესტორებმა არ აღიარებენ (!) და მაინც იძახიან ანაკლიის პორტის არ აშენება სახელმწიფოს ბრალიაო!“. მისივე თქმით, განსხვავებით ნამახვანისგან აქ უკვე აღარ გამოვიდა მორიგი თაღლითობა და სახელმწიფომ არ გააძარცვინა თავი „ინვესტორებს“.
„მავნებლობა, დილეტანტიზმი, მტრის მხარდაჭერა და სახელმწიფოს/ ბიუჯეტის ხარჯზე სარგებლის მიღების მცდელობა!
ბოლო პერიოდში მინიმუმ ორი სერიოზული ქეისი გვაქვს და ორივე საარბიტრაჟო დავით/დავებით დასრულებული:
1. საარბიტრაჟო დავა წააგო სახელმწიფომ ინვესტორთან ნამახვანზე - აღიარა წაგება! თუმცა, ჩემი აზრით აქამდე საქმე არ უნდა მისულიყო. არც მივიდოდა ალბათ გამჭვირვალეობის შესახებ საკონონმდებლო მხარდაჭერა რომ ყოფილიყო და ის პრინციპული მიდგომა გვქონოდა რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან! ჩემი აზრით სრულად გაუმჭვირვალე ფულით მთლიანად მტრის საქმე
აკეთეს იმ პერიოდში ამ ორგანიზაციებმა:
ნამახვანის განსაკუთრებულად აქტიური მოწინააღმდეგეები:
- „მწვანე ალტერნატივა“
- „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC)
- „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
ნამახვანის საპროტესტო აქციის მონაწილეების აქტიური მხარდამჭერები:
- საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო
- კავშირი „საფარი“
მუდმივი ნეგატიური პოზიციები:
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი(GMC)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ISET
ჯამურად, აღნიშნული ორგანიზაციების ლიდერების/წარმომადგენლების სახელით ასზე მეტი ბეჭდური და სატელევიზიო კომენტარი იძებნება, რომელიც პირდაპირ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს! დიახ, ამ ორგანიზაციების დიდი წვლილია, რომ საქართველო დღეს უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი არ არის! დიახ, მტრის და ამ ორგანიზაციების ბრალია, რომ ბევრი რამე ნულიდანაა გასაკეთებელი და მთავარი კითხვა კვლავ უპასუხოა: ვინ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?
ანაკლიის პროექტზე ორი საარბიტრაჟო დავა წააგეს ე.წ. ინვესტორებმა არ აღიარებენ (!) და მაინც იძახიან ანაკლიის პორტის არ აშენება სახელმწიფოს ბრალიაო! უფრო მეტიც: სახელმწიფოს თხოვენ ფულს! სახელმწიფოს ედავებოდნენ, რომ ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურაზე, პენსიებზე და ა.შ. განკუთვნილი ფული მიეთვისებინათ და არჩევნები დაეფინანსებინათ! ესაა რეალობა! მაგრამ განსხვავებით ნამახვანისგან არ გამოვიდა მორიგი თაღლითობა! მარტივია: სახელმწიფომ არ გააძარცვინა თავი „ინვესტორებს“!
ისე, გეყოს რამე: აღიარე მაინც, რომ ადრე სახელმწიფოს პრივილეგიებით გამდიდრებული ბიზნესმენი ხარ და სახელმწიფო პრივილეგიები რომ გამოგეცალა ერთი პროექტიც ვერ დაასრულე! კვლავ სახელმწიფოს პრივილეგიებს ითხოვდი და მაგიტომ! არ იცი სხვანაირი ბიზნესის კეთება თუ „ვინმემ გარანტირებული შეკვეთები“ არ მოგცა!
ინვესტორი მოიძიეთ კი არა წესიერი გუნდი ვერ შეკარით ანაკლიის თემაზე! ყველა ლუზერი ერთად გყავდათ! დრომაც აჩვენა, რომ თქვენი კრახის მერე მაგ გუნდის წევრები სრულად ნულზე დარჩნენ არავინ გაიკარა ან უკეთეს შემთხვევაში სამადლოდ მიიკედლა.
„წააგე წადი სახლში“ ან გაჩუმდი მაინც! ან კიდევ ერთი - პარიზში და ვაშინგტონში წაგებას რადგან არ აღიარებ ერთადერთი შანსი გჩება - მოსკოვს მიმართე, მაგათი ენა უფრო გესმით „ცეხავიკებს“ და „ატკატჩიკებს“!“- წერს გიორგი აბაშიშვილი.