სამმაგი მკვლელობა მემკვიდრეობის გამო - წითელი ცირკულარით ძებნილი კაცი საქართველოში დააკავეს

დაკავებულია

თურქეთში სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი საქართველოში დააკავეს.

თურქეთში, ქაისერის მელიქგაზის რაიონში მემკვიდრეობის გამო დაწყებული კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა – 2022 წლის 3 იანვარს, 44 წლის მეჰმეთ ილმაზმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თავისი ორი ბიძაშვილი, 30 წლის სეით ილმაზი და 20 წლის გაფარ მეჰმეთ ილმაზი, ასევე მათი დეიდა, 44 წლის სერდარ ილმაზი.

კონფლიქტის დროს, იარაღიდან ნასროლი ტყვია შემთხვევით კიდევ ერთ პირს – M.A.-საც მოხვდა, თუმცა ის გადარჩა. ორი ბიძაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მათი დეიდა კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

მეჰმეთ ილმაზი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიმალა, მის წინააღმდეგ კი წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

სამძებრო მოქმედებების შემდეგ, თურქეთის სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მეჰმეთ ილმაზი საქართველოში იმყოფებოდა. თურქული მედია წერს, რომ ამჟამად დაწყებულია მისი ექსტრადიციის პროცედურები თურქეთის მხარისთვის გადაცემის მიზნით.