1786913447
3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის შეტანა დღის ბოლომდე შეუძლიათ
3 ოქტომბრის ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა დღეს დღის ბოლომდე შეუძლიათ. მონაწილეობის უფლება აქვთ იმ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავთ წარმომადგენელი პარლამენტში. აგრეთვე პარტიებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში.
მედიამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აკრედიტაციის მისაღებად ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიებს 23 სექტემბრამდე უნდა მიმართონ, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცესკოს განცხადება 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.










