შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას წარვადგენ - კაია კალასი

კაია კალასი

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,რომ ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდეს.

კალასის თქმით, ევროპულმა სანქციებმა უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთს. მისივე შეფასებით, რუსეთმა სანქციების შედეგად ტრილიონ ევროზე მეტი დაკარგა.

„შემოდგომისთვის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სასანქციო ზომების პაკეტს წარვადგენ. მისი მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ, მესამედით გაიზრდება სანქცირებული რუსი იურიდიული და ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა. ზეწოლა უნდა გაძლიერდეს იქამდე, ვიდრე მოსკოვი თავის ომს არ შეწყვეტს“,- აღნიშნა კაია კალასმა.