„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
“სულ 2000 კაცი! 3-კვირიანი მობილიზების შემდეგ, მეტი ვერ დაფიქსირდნენ”- წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 26 ოქტომბრის აქციას ეხმიანება. ის “ნაცურ არხებს” რჩევასაც აძლევს, რომ მომიტინგეები მხოლოდ ფეხებით გადაიღონ, რადგან “ერთიორად მაინც გამოჩნდება”.
“1 ცალი დოროთე, 10 პარტიის და 3 ნაცური ტელევიზიის სტაფი, ენჯეოების 90%, ნაყიდი და გაკომპრილი აკაცუკები, მთელი ქვეყნიდან! ასევე, თუ კი სადმე ჰომოსექსუალი ჰყავდათ, უცხოეთში თუ საქართველოში, ყველა დაამობილიზეს! ამას დამატებული, რუსთაველზე პირადი საქმეზე უბრალო გამვლელი და მაინც სულ 2000 კაცი! 3-კვირიანი მობილიზების შემდეგ, მეტი ვერ დაფიქსირდნენ. ნაცურ არხებს ერთ რჩევას მივცემდი წაწოლილი კადრებითაც ვეღარ ზრდით რაოდენობას, ცალი ფეხით რომ გყავთ მიშვერილი ევროპისკენ, იმათ მეორე ფეხი დაადგმევინეთ და მომიტინგეები მხოლოდ ფეხებით გადაიღეთ! ერთიორად მაინც გამოჩნდება!”- წერს სამხარაძე.