იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ნატოს ჰააგის სამიტზე, ხოლო მიწვევის არარსებობა ნატოზე პუტინის გამარჯვებად იქნება აღქმული.
ზელენსკის ჰკითხეს, მიიწვიეს თუ არა სამიტზე და რა პირობებში ჩათვლის მას უკრაინისთვის წარმატებულად.
უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პარტნიორებისგან მიიღო „სიგნალები“ უკრაინის მონაწილეობასთან დაკავშირებით და რომ გულწრფელ საუბარს ელის.
„მნიშვნელოვანია, როგორი იქნება უკრაინის მონაწილეობა ამ სამიტში და რა შედეგს მოუტანს მას ეს მონაწილეობა... ჩემი აზრით, თუ უკრაინა არ იქნება წარმოდგენილი ნატოს სამიტზე, ეს იქნება პუტინის გამარჯვება – ოღონდ არა უკრაინაზე, არამედ ნატოზე. ამიტომაც, გადაწყვეტილება პარტნიორებზეა“, - დასძინა მან.