ზელენსკი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შემდეგი შესაძლო შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდეს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შემდეგი შესაძლო შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდეს.

„რუსეთი უგულებელყოფს მსოფლიოს ყველა მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აგრძელებს მკვლელობებს. გარდა ამისა, რუსებს უკვე ერთ კვირაზე მეტია არ შეუძლიათ წარმოადგინონ ე.წ. „მემორანდუმი“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„უკრაინას მათგან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია. ასევე არც თურქეთს. იმისთვის, რომ შეხვედრა უშედეგო არ იყოს, აუცილებელია მისი დღის წესრიგის გაგება და მოლაპარაკებებისთვის სათანადო მომზადება. სამწუხაროდ, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შემდეგი შესაძლო შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდეს“, - დასძინა მან.