გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ყველა რუსულ ბანკსა და რუსეთიდან ნავთობის იმპორტს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვერ დაველოდებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი გადაწყვეტილებები და ევროკავშირმა უნდა მიიღოს ისინი ახლა. მათ სანქციები უნდა დაუწესონ ნავთობსა და ყველა რუსულ ბანკს. ევროკავშირის თითოეულმა სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ვადები, როდის იტყვის უარს ან შეზღუდავს რუსეთის ენერგოწყაროებს, როგორიცაა გაზი. მხოლოდ მაშინ გაიგებს რუსეთის მთავრობას, რომ მათ სჭირდებათ მშვიდობის ძიება, რომ ომი მათთვის კატასტროფად იქცევა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.