ვლადიმირ მედინსკი: რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის

ვლადიმირ მედინსკი

უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, 2022 წელს სტამბოლში შეწყვეტილი მოლაპარაკებების პროცესის განახლებისთვის და მოლაპარაკებების დროს შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის.

„მზად ვართ განვიხილოთ და განვაახლოთ სტამბოლის მოლაპარაკებების მიმდინარეობა, მზად ვართ შესაძლო კომპრომისებისთვის და ამ კომპრომისების განხილვისთვის“, - აღნიშნა ვლადიმირ მედინსკიმ.

„ჩვენ სამუშაო განწყობაზე ვართ. აქ სამუშაო განწყობაა. დელეგაციის შემადგენლობაში ყველა დაინტერესებული უწყების ხელმძღვანელი პირები არიან“, - დასძინა მან.