უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში სროლის შედეგად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ივან ვორონიჩი მოკლეს

ივან ვორონიჩი

უკრაინული მედიის ცნობით, 10 ივლისს, დილით პოლიციამ კიევის გოლოსევკის რაიონში აღმოაჩინა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც ცეცხსალსროლი იარღით აქვს მიყენებული ჭრილობა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მოკლული უკრაინის უსაფრთოხების სამსახურის პოლოკოვნიკი ივან ვორონიჩია.

წყაროს ცნობით, ბოროტმოქმედი ივან ვორონიჩს ჩაუსაფრდა და ხუთჯერ ერსოლა, რის შემდეგაც მიიმალა. ყოფილი მზვერავი რომან ჩერვინსკი და უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი იგორ მოსიიჩუკი ადასტურებენ, რომ მოკლული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი ივან ვორონიჩია.

ჩერვინსკის ინფორმაციით, ვორონიჩი „2014 წლიდან ებრძოდა მტერს და ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც უკრაინის უაფრთხოების სამსახურში შექმნა მიმართულება, რომელიც დღეს ბევრ პრობლემას უქმნის რუსეთის ფედერაციას“.