გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
თუ 2025 წლის ივლისის მთვარის კალენდარს შეისწავლით, შეამჩნევთ, რომ ამ კვირაში სავსე მთვარე იქნება.
როდის არის სავსე მთვარე 2025 წლის ივლისში - რა არის მისი თავისებურება
ამ თვეში სავსე მთვარე 10 ივლისს იქნება.
სავსე მთვარე თხის რქაში მოხდება, სადაც მთვარე საკმაოდ არაკომფორტულად იგრძნობს თავს.
თხის რქა, სადაც ეს სავსემთვარეობა მოხდება, კარიერის, სტრუქტურის, დისციპლინის, პასუხისმგებლობის, მიღწევებისა და სოციალური სტატუსის ნიშანია. ეს სავსემთვარეობა კითხვებს წამოჭრის სამუშაოსთან, კარიერასთან, ამბიციასთან, მიზნებთან, რეპუტაციასთან, პასუხისმგებლობებთან, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც გრძელვადიან პერსპექტივებთან, პროექტებთან არის დაკავშირებული.
რას გვპირდება 2025 წლის ივლისის სავსე მთვარე ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ასტროპროგნოზი
ვერძი - მნიშვნელოვანია სამუშაოსა და კარიერულ მიზნებზე ფოკუსირება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდეს.
კუროსთვის ეს არის დრო , როდესაც შედეგების დანახვა გჭირდებათ სწავლაში, მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებში ან იურიდიული საკითხების მოგვარებაში.
ტყუპებისთვის - ფინანსური ვალდებულებები წინა პლანზე იქნება. შესაძლოა , თქვენ შეძლოთ ზოგიერთი ვალის მოგვარება ან ერთობლივი ფინანსური საკითხების გადაჭრაში სიცხადე მოვიდეს.
კირჩხიბებისთვის ეს სავსე მთვარე ურთიერთობების, პარტნიორობის თემას გაუსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია, გულწრფელად შეხედოთ თქვენს ურთიერთობებს და შესაძლოა, რაღაცას თავი დაანებოთ.
ლომებისთვის ყურადღება გამახვილდება ჯანმრთელობაზე, რუტინაზე, სამსახურსა და პასუხისმგებლობებზე. შესაძლოა, სამუშაო ციკლის ნაწილი დასრულდეს ან მიღებული იქნას გადაწყვეტილება საქმიანობის შეცვლის შესახებ.
ქალწულებისთვის ეს სავსე მთვარე შედეგებს მოიტანს შემოქმედებით საქმიანობაში და ბავშვებთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხში.
სასწორისთვის - წინა პლანზე წამოიწევს სახლის, ოჯახის, საცხოვრებელი ადგილის საკითხები. შესაძლოა, უძრავ ქონებასთან ან ოჯახთან დაკავშირებული რაიმე პროცესი დასრულდეს.
მორიელებისთვის უფრო აქტიური გახდება მოგზაურობის, ახალი კონტაქტების, დოკუმენტების და განათლების საკითხები.
მშვილდოსნისთვის ფულისა და საკუთარი რესურსების თემა წამოიწევს წინ. ისინი გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებებს შეაჯამებენ.
თხის რქის ცხოვრებაში - შესაძლოა, პირადი პროცესები დასრულდეს, გეგმები გადაიხედოს. სავსემთვარეობის პერიოდი თხის რქისთვის ის დროა, როდესაც ღირს საკუთარი თავის ახალი შესაძლებლობებით წარმოჩენა.
მერწყულისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ მის შინაგან მდგომარეობას, ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას და დასვენებას.
თევზები შეიძლება ასრულებდნენ ჯგუფებთან, გუნდებთან, კოლექტივებთან ან სოციალურ აქტივობებთან დაკავშირებულ პროექტებს .
სავსე მთვარის გავლენა იგრძნობა მოვლენამდე სამი დღით ადრე, ასევე მის შემდეგ სამი დღის განმავლობაში.