უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ფრონტზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა

ბოლო 24 საათში ფრონტზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში ფრონტზე 179 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა პოკროვსკის სექტორში თავდასხმების რაოდენობა წინა დღესთან შედარებით 49-დან 58-მდე გაზარდეს, ხოლო ნოვოპავლოვსკოეს სექტორში 20-დან 31-მდე.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 1010 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, ამასთან გაანადგურეს მოწინააღმდეგის 600-ზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.