უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა და დაიჭრა 15 ადამიანი

რუსული მხარის მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. ამის შესახებ ურკაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით წერს.

ქალაქ დნეპრში დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი, მათ შორის არის არასრულწლოვანიც.

„საცხოვრებელი კორპუსის გარდა, დნეპერში დაზიანდა ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი“, – წერს ლისაკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ნიკოპოლის რაიონზეც. დაზიანებულია კერძო სახლები.