ქალი 15 წელი ზედიზედ იყო ორსულად მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა გაეჩინა

ქალი

აშშ-ში ქალი ზედიზედ 15 წელი იყო ორსულად, გოგონას გაჩენის იმედით. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ქალმა საბოლოოდ ოცნება აიხდინა. იალანსია როსარიო 2009 წელს პირველად გახდა დედა. მას ბიჭი შეეძინა. ამის შემდეგ იმის მოლოდინით, რომ ერთხელაც გოგონა დაიბადებოდა, ქალი კიდევ 8ჯერ დაორსულდა და რვა ბიჭი გააჩინა. მიუხედავად ამისა, გადაწყვიტა, მანამ დაორსულებულიყო, სანამ ქალიშვილს არ გააჩენდა.

ბოლო ორსულობისას ქალმა გაიგო, რომ ტყუპს ეყოლებოდა. ქალს იმედი ჰქონდა, რომ ტყუპები სხვადასხვა კვერცუჯრედიდან იქნებოდნენ, რაც ქალიშვილის გაჩენის შანსებს გაზრდიდა. რაოდენ ბედნიერი იყო, როცა მისი მოლოდინი გამართლდა.

როსარიო ცოტა ხნის წინ ვაჟისა და ქალიშვილის დედა გახდა.

„როდესაც ჩემი გოგონა დავინახე, არ მჯეროდა, რომ სიტყვებს "ჩემი ქალიშვილი" ვამბობდი. მოხიბლული ვიყავი მისით, ის უბრალოდ სრულყოფილია“, - ამბობს ქალი.

11 შვილის დედამ აღიარა, რომ სურდა მის ქალიშვილს უმცროსი და ჰყოლოდა. თუმცა ბედნიერია, რომ გოგონას ამდენი უფროსი ძმა ჰყავს.