წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადის მიერ მიღებულ კანონს, რომლის თანახმადაც საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 4 მაისამდე გაგრძელდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების ინიციატორი თავად ზელენსკი იყო. მან შესაბამისი თხოვნით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 12 იანვარს მიმართა.
საომარი მდგომარეობის გაგრძელებას მხარი 330-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მობილიზაციას - 312-მა პარლამენტარმა.