1746733863
უკრაინამ იარაღებისა და ჭურვების წარმოება დაიწყო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მრეწველობის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ იარაღებისა და 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების წარმოება დაიწყო.
მისი თქმით, ახლა პარტნიორებთან წარმოების გაფართოებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"ჩვენ დაინტერესებული ვართ აღჭურვილობისა და მოწინავე თავდაცვითი სისტემების წარმოების ლოკალიზებით, რომლებიც დღეს ფრონტზე შედეგებს იძლევა," - თქვა ზელენსკიმ.ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზეც.