მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს
1760539965
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ უფაში „ბაშნეფტის“ კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვრცელდება ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიფრინავენ დრონები, ეჯახებიან ქარხანას. შეჯახების შემდეგ ქარხნის თავზე შავი კვამლი ამოდის.
რუსული მედია, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ დრონების გამო უფის აეროპორტი რამდენიმე საათით დაკეტილი იყო.
აღსანიშნავია, რომ უფა უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარეობს.