ცნობილია, ვის და რატომ გაასამართლებენ სახელმწიფო ღალატის მუხლით - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი გენერლის აგენტთა ქსელი გაანეიტრალა

jpg

აგენტები აგროვებდნენ ინფორმაციას რეგიონში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და რუსული საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგების შესახებ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო ქსელი გაანეიტრალა, რომელიც რუსების  ნიკოლაევში შეღწევას უზრუნველყოფდა.

ამის შესახებ სტატიას უკრაინული მედია გამოცემა აქვეყნებს. 

„დადგინდა, რომ აგენტური ჯგუფი ერთი რეზიდენტის მიერ რუსეთის საოკუპაციო ჯარების გენერლის მეთვალყურეობის ქვეშ ჩამოყალიბდა. აგენტურულ ქსელში  5 ადამიანი ადგილობრივი მცხოვრებლებიდან შედიოდა.

კურატორის დავალებით, აგენტები ინფორმაციას რეგიონში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ და მტრის მიერ ნიკოლაევზე სარაკეტო დარტყმის შედეგებზე აგროვებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, აგენტურული ქსელი ცდილობდა, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მათ შორის უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე, ფარულად აქტიური სამხედროები გამოეყენებინათ. ანუ მათ ვითომ მეგობრულ საუბარში საიდუმლო ინფორმაცია მიეღოთ.

„დავალებების“ წარმატებით შესრულების შემდეგ, აგენტების ნაწილის ევაკუაცია უნდა მომხდარიყო ყირიმში, ზოგიერთს ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნას დაჰპირდნენ ნიკოლაევის რეგიონის ოკუპაციის შემთხვევაში.

მტრის ჯგუფის აქტიური წევრების დაკავების ოპერაცია რეგიონალურ ცენტრში მოხდა." - ნათქვამია განცხადებაში. 

მათ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით გაასამართლებენ, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს.