„მეხის გავარდნას ჰგავდა შენი ამბავი... როგორ მატკინე გული...“ - ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
1781120154
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პუტინის დამარცხება. ეს საერთო მიზანი უნდა იყოს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შარლ მიშელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის არაერთხელ ესაუბრა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის პრეზიდენტებს იმ იმედით, რომ შეძლებდა ცეცხლის შეწყვეტას მოლაპარაკების გზით.
„ძალიან რთულია, რადგან ჩვენ დარწმუნებული არ ვართ რუსეთის ხელისუფლების გულწრფელობაში. გულუბრყვილოები არ ვართ, ვფიქრობ, ისინი ცდილობენ თავს დაესხნენ სამხედროებს, რათა გააძლიერონ მათი პოზიციები მოლაპარაკების პროცესში, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ძალთა ბალანსი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის უკეთესი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მიშელმა.