„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
რუსეთში საინფორმაციო შეზღუდვა გრძელდება, ქვეყანაში ნაწილობრივ დაბლოკილია Facebook, ასევე გამოცემა „მედუზა", BBC-ისა და „რადიო თავისუფლების" რუსული რედაქციები, ასევე Deutsche Welle.
გასულ დღეებში მაუწყებლობა შეაჩერეს რადიოიარხმა „ეხო მასკვი" და ტელეკომპანია „დოჟდმა".
პროკურატურისა და „როსკომნადზორისგან" მედიასაშუალებების შეზღუდვის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ისინი რუსეთის სახელისუფლებო მედიისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით.