რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით იერიში მიიტანა

29 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე იერიშები ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკურ რაკეტებით, ასევე დრონებით მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას „ცირკონი“, „ონიქსი“,  „ისკანდერ-M“ და „S-400“ გამოიყენეს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა 152 დრონიდან 109 საჰაერო საშუალება ჩამოაგდო.

მედია უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმები 28 სექტემბრის საღამოს 18:00 საათიდან დაიწყო. უკრაინის მიმართ იერიშები რუსეთის ქალაქებიდან, ორიოლიდან, მილეროვოდან და კურსკიდან მიიტანეს. ამასთან, თავდასხმები მიიტანეს დროებით ოკუპირებული დონეცკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

როგორც ცნობილია, რუსულმა ძალებმა სამიზნედ 24 ადგილი ამოიღეს, 16 ლოკაციაზე კი ნამსხვრევები ჩამოვარდა. ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებები გამოცხადდა. იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა.

✕