რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია

დრონი

რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, გაშვებული იყო 8 დრონი.

მერის ცნობით, შედეგად ქალაქის ორი რაიონი დაზარალდა. თავდასხმის ადგილებზე გაჩნდა ხანძრები, დაშავდა ორი ადამიანი, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, შენობები და ავტომობილები.