მძიმე ავარიაში გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1763213597
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქს შეუტია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
კლიჩკოს განცხადებით, ღამის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 11 ადამიანი. ხუთ ადამიანს სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა დასჭირდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის, შევჩენკოს, გოლოსეევის, დესნიანსკის, სოლომენისა და სვიატოშინის რაიონებში.
დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, დამწვარია ავტომობილები.
„ყველა ლოკაციაზე მუშაობენ ექიმები და სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ქალაქში მოსალოდნელია ელექტროენერგიისა და წლის მიწოდების შეფერხება“, - დაწერა კლიჩკომ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა კიევი დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.