ქარიშხალ „კლაუდიას“ გამო ბრიტანეთსა და ირლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
1763231775
ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 6-დან 6 მოგებული ბრძოლის შემდეგ უპირატესობით T256 გამოტოვა და T128-ში შევიდა, ამის შემდეგ 5 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ნახევარფინალურ ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც თურქი მოწინააღმდეგე 15:10 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, ფინალურ ეტაპზე გერმანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა, 15:12 სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.
უნდა აღინიშნოს კონკურენციის მასშტაბები, რადგან კაცთა კატეგორიაში 210 სპორტსმენი მონაწილეობდა და გიორგი ურუშაძემ სწორედ ამ რაოდენობის ათლეტებს შორის მოახერხა ტიტულის მოპოვება.
კადეტთა ციკლის ტურნირის მეორე დღეს, 16 ნოემბერს საქართველოს ხმლით მოფარიკავე კაცთა გუნდი იასპარეზებს. ამავე დღეს ინდივიდუალურ ბრძოლებში ქალები ჩაერთვებიან.