რუსეთის მიერ უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ შეტევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა

უპილოტო საფრენი აპარატი

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა. უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეტევას დნეპრში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 26 მშვიდობიანი მოქალაქე.

აფეთქების ხმა ისმოდა ხმელნიცკშიც, სადაც საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი.