Reuters: პუტინის პირობები უკრაინაში ომის დასრულებისთვის მოიცავს მოთხოვნას, რომ დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება

პუტინი

ვლადიმირ პუტინის პირობები უკრაინაში ომის დასრულებისთვის მოიცავს მოთხოვნას, რომ დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პუტინი მზად არის მშვიდობისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, - განუცხადა Reuters-ს რუსეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

რუსული წყაროების ცნობით, პუტინს სურს „წერილობითი“ დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

რუსეთს ასევე სურს, რომ უკრაინა იყოს ნეიტრალური, მოიხსნას ზოგიერთი დასავლური სანქცია, გადაწყდეს გაყინული რუსული სუვერენული აქტივების საკითხი და დაცული იყოს რუსულენოვანი მოსახლეობა უკრაინაში.