ქვეყანაში შაქრის დეფიციტი ფიზიკურად ვერ იქნება - სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არსებული მარაგების აღრიცხვა დაიწყო

პროდუქტი

ხელოვნური დეფიციტის რისკების გამოსარიცხად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყანაში არსებული მარაგების აღრიცხვა დაიწყო. 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ასევე არ არსებობს შაქრის დეფიციტის საფუძველი.

„შაქარზე კონკრეტულად არანაირი დამოკიდებულება არ არის არც უკრაინისა და არც რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა, რომ შეიძლება იყოს შაქრის დეფიციტი. სრულიად ყველაფრის დეფიციტი რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, შაქრის დეფიციტი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ალტერნატიული ქვეყანაა, საიდანაც შემოდინება ხდება. ლოგისტიკის პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს," - განაცხადა ივა ჭყონიამ.