მძიმე ავარია თბილისში - დაღუპულია სკუტერის მძღოლი

პოლიცია

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილის და სკუტერის მძღოლი დაეჯახა.

ავარიის შედეგად სკუტერის მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. 

სამწუხაროდ, მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შემთხვევის ადგილიდან კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.  

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.