„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ომის გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული ადამიანები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დევნილების 60 პროცენტი დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე, ვიქტორ ანდრუსივზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რისკების მიუხედავად ვაკვირდებით, რომ უკრაინელები მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. ასეთი უკვე 4,8 მილიონი ადამიანია. ქვეყნიდან გასული ადამიანების თითქმის 60% უკან დაბრუნდა“, – განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.
ანდრუსივის ვარაუდით, ქვეყანაში დაბრუნებულ უკრაინელთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.