საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის 12 აპრილის არჩევნებში მოსალოდნელია უპრეცედენტო ჩარევა კიევი-ბრიუსელი-ბერლინის ღერძის მხრიდან.
მისი თქმით, ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ უნგრეთში ხელისუფლების შესაცვლელად.
„კიევი, ბრიუსელი, ბერლინი - ეს ის ღერძია, რომელიც ყველაფერს იღონებს უნგრეთში მთავრობის შესაცვლელად“, - განაცხადა მან.
მინისტრის მტკიცებით, ამის მიზანია იმ დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ევროპას ომში ჩაითრევს, ევროპელების ფულს უკრაინაში გაგზავნის და უკრაინას ევროკავშირში გააწევრიანებს.
სიიარტომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებში ჩარევა მოიცავს უკრაინის მიერ უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტასაც. მან დასძინა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ხორვატიას მიმართეს, რათა ევროკავშირის წესების დაცვით უზრუნველყონ რუსული ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი გარანტირებულად დაიცავს საკუთარი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.