24 წლის ცნობილი ბლოგერი, რომელიც კოსმეტიკურ საშუალებებს ჭამდა, გარდაიცვალა
35 წუთის წინ
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობით, კიევის ოლქში, სოფელ ბოროდიანკასთან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეანერთებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები ბელარუსში გადაყვანის ნაცვლად, დახვრიტეს. ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.
რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ფედორ ვენისლავსკის თქმით, საოკუპაციო ძალების არმიაში სპეციალური შენაერთები არსებობს, რომლებიც უკანდახეულ და გაქცეულ სამხედროებს ესვრიან. მისივე თქმით, ეს დანაყოფები სწორედ კადიროვის მებრძოლებისგან შედგება.