„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას დაუყოვნებლივ იწყებს, ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 37 მოკავშირე ქვეყანასთან ერთად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, გუშინ მიმართა.
მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას შეუძლია, ორგანოს სასამართლოს თანხმობის გარეშე, პირდაპირ საქმის გამოძიება დაიწყოს.