ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ რეფორმის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს პირობებს 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად

ევროკომისია

ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინის მთავრობის მიერ შეთავაზებულ რეფორმის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს პირობებს 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ რეფორმის გეგმა „ეფექტურად აკმაყოფილებს უკრაინის მექანიზმის მიზნებს, განსაზღვრავს საკვანძო რეფორმებს და ინვესტიციებს, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყნის ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ევროკომისიის შეფასების შემდეგ, რეფორმის გეგმის დამტკიცება მოითხოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას, რისთვისაც ერთი თვეა გამოყოფილი. ამის შემდეგ ევროკომისია შეძლებს 1,89 მილიარდ ევრომდე გამოყოფას რეგულარული გადახდების დაწყებამდე წინასწარი დაფინანსების სახით.