დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება - ლოიდ ოსტინი

ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ბრძოლის ველზე მოვლენები ცოტათი იცვლება რუსეთის სასარგებლოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აქვთ დამატებითი მიღწევები. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელების გამოწვევა ხდება [თავდაცვის] ხაზის შეკავების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინისა და ისრაელისთვის.

„ახლა არ არის ჩვენი მეგობრების მიტოვების დრო. წარმომადგენელთა პალატამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს კანონმდებლობა უკრაინისა და ისრაელისთვის, ისევე როგორც ძალიან საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორისთვის“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი დაუნდობლად ცდილობდა უკრაინელი ხალხის ნების გატეხვას, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო.

„ახლა ის ცდილობს დასავლეთის ნების გატეხვას. ჩვენ არ შეგვიძლია მას წარმატების საშუალება მივცეთ. ისტორიაში არის მომენტები, რომელიც ლიდერობასა და გამბედაობას მოითხოვს. ეს არის ერთ-ერთი მათგანი“, - დასძინა მან.