ბუჩაში ოკუპანტების მიერ გაუპატიურებული ქალებიდან 9 ორსულადაა - უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინა

ბუჩაში ოკუპანტების მიერ გაუპატიურებული ქალებიდან, ძალადობის მსხვერპლი 9 ქალის ორსულადაა. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს არ სურთ ამ თემაზე საუბარი, ამიტომ ასეთი დანაშაულების მხოლოდ ნაწილია ცნობილი.

„მე ვესაუბრე 14-დან 24 წლამდე 25 ქალს, რომლებიც ბუჩაში სარდაფში იმყოფებოდნენ, აქედან 9 ქალი ორსულად არსი. ქალისთვის ძალიან რთულია იფიქროს, რომ შვილს აგრესორისგან აჩენს, რომელიც ასე მოიქცა. გაუპატიურებული ქალების უმრავლესობას არ სურს ამაზე ლაპარაკი, ამიტომ ასეთი დანაშაულების მხოლოდ ნაწილია ცნობილი. მიუხედავად იმისა რომ ამ დროისთვის მომხდარი გაუპატიურებების ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია საფუძველი არსებობს ვთქვათ რომ ეს მასიურად მომხდარი დანაშაულებებია“,- განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.