მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს. ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ადამიანები რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები არიან. როგორც BBC-ი წერს, ისინი აწარმოებდნენ სადაზვერვო ოპერაციებს, რომლებიც მიმართული იყო პოლონეთის სტაბილურობის წინააღმდეგ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემუქრებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.