საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
აშშ-ს, დაპირებების მიუხედავად, ევროპაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზია არ გაუცია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა უკრაინელი დიპლომატისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მაქსიმალური აქტიურობაა საჭირო, რათა მიღწეულ იქნას შედეგი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მოწოდების კუთხით.
„უკრაინა ჯერ კიდევ წლების წინ ესაუბრებოდა ამის შესახებ ამერიკას, კერძოდ კი ევროპაში რაკეტების - მათ შორის Patriot-ისთვის - საკმარისი რაოდენობის წარმოების შექმნის აუცილებლობაზე. იყო დაპირებები ლიცენზიებთან დაკავშირებით, თუმცა ამერიკა ამ ნაბიჯზე საბოლოოდ არ გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთავაზობდით წარმოებას როგორც უკრაინაში, ისე რეგიონში ნატოელ პარტნიორებთან ერთად - რუმინეთთან, პოლონეთთან და ა.შ.“ - აღნიშნა ზელენსკიმ.