ადამიანს ყოველთვის სურს დაიცვას თავი ფსიქოლოგიური ტრავმისგან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ომისგან დისტანცირება შეუძლებელია - ოლენა ზელენსკა

ოლენა ზელენსკა

"ადამიანს ყოველთვის სურს დაიცვას თავი ფსიქოლოგიური ტრავმისგან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ომისგან დისტანცირება  შეუძლებელია",-  ამის  შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ  ტელეკომპანია France 5-ს ინტერვიუში განაცხადა

"იმ მომენტში, როცა ჩვეულებრივი დღე გაქვს,  წარმატებული თუ წარუმატებელი, სამუშაო თუ დასვენების დღე,  ჩვენს ქვეყანაში ადამიანები და ბავშვები იღუპებიან. იგივე ბავშვები, როგორიც ფრანგი ბავშვები მაგალითად, რომლებიც დადიან სკოლებში და კლუბებში, უყვართ TikTok და ინტერნეტში ყოფნა. სჯერათ, რომ სამყარო მათთვის ღიაა...ძალიან ძნელი გასააზრებელია, ვიცი. ადამიანს ყოველთვის სურს დაიცვას თავი ფსიქოლოგიური ტრავმისგან, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ომისგან დისტანცირება შეუძლებელია. სამყაროს უბრალოდ არ აქვს კედლები"- ამბობს ოლენა ზელენსკა.