როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
Disney-ს მულტფილმმა „ზოოტოპია 2“ მსოფლიო გაქირავებაში 1,7 მილიარდი დოლარი დააგროვა. ამ თანხით ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჰოლივუდური ანიმაციური ფილმი გახდა და გადაასწრო წინა რეკორდსმენს - „თავდაყირა 2“-ს ($1,69 მლრდ). თუმცა, აბსოლუტურ მსოფლიო რეკორდს კვლავ ჩინური მულტფილმი „ნე ჯა 2“ ($2,25 მლრდ) ფლობს.
ამ მაჩვენებლით „ზოოტოპია 2“-მა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეცხრე ადგილი დაიკავა.
„ეს მიღწევა, უპირველეს ყოვლისა, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებს ეკუთვნით“, - განაცხადა Disney Entertainment-ის თანათავმჯდომარემ, ალან ბერგმანმა.