1771362523
„ჟენევაში, ვაშინგტონის შუამავლობით, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, მიზეზი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიცია გახდა" - „აქსიოსი“
ჟენევაში, ვაშინგტონის შუამავლობით, მოსკოვსა და კიევს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. მიზეზი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის პოზიცია გახდა. ინფორმაციას "აქსიოსი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მხარეები ვერ აღწევენ პროგრესს პოლიტიკურ საკითხებზე, სამხედრო დიალოგში კი პროგრესი მიიღწევა. საუბარია, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირზელენსკის ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს. მათი აზრით, ზელენსკი არ აწარმოებს სერიოზულ მოლაპარაკებებს და "ცდილობს ქვეყნის შიგნით შესაძლო არჩევნების წინ საკუთარი პოპულარობის გაზრდას".
მოლაპარაკებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი უარყოფს ისეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მხრიდან დონბასის რეგიონიდან ცალმხრივად გასვლას და მის რუსეთისთვის გადაცემას გულისხმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირზელენსკიმ "აქსიოსთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ მოლაპარაკებები გუშინ დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა.











