ჟან-ნოელ ბარომ ირანის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარა

ჟან-ნოელ ბარო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ირანის ელჩი, მოჰამად ამინ-ნეჯადი „სახელმწიფო ძალადობის“ დაგმობისა და ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა.

ბაროს თქმით, 28 დეკემბრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ „აუტანელი და არაადამიანური რეპრესიები“ ტარდება.

„არ შეიძლება დაუსჯელები დარჩნენ ისინი, ვინც იარაღს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ მიმართავენ,“ – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.