„სიყვარულის ბიჭი აღარ არის... უდიდესი ტრაგედიაა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1747424560
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სატელეფონო საუბარი გამართეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები იყო სატელეფონო საუბრის მთავარი თემა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, რეალური მშვიდობისთვის უსწრაფესი ნაბიჯები გადადგას და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია შეინარჩუნოს.