200 ათას დოლარიანი საქორწინო საჩუქარი - შორენა ბეგაშვილი თაფლობის თვიდან კადრებს გვიზიარებს
1784144594
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ უკრაინა 2026 წლის ბოლომდე „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ტექნიკურ შესაძლებლობას მოიპოვებს. ამის შესახებ ზელენსკიმ „სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა-უკრაინის“ სამიტის ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა „პეტრიოტის“ წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიების მოსაპოვებლად.
„ველოდებით, რომ 2026 წლის ბოლოსთვის უკრაინულ გუნდს ამერიკული რაკეტების წარმოების ტექნიკური შესაძლებლობა ექნება. ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკული რაკეტები ჩვენი საკუთარი ძალებით იქნება წარმოებული. პროექტი „ფრეია“ – ასე ვუწოდებთ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემას. რატომ? რადგან უკრაინა ამ სისტემისთვის ქმნის გამშვებ დანადგარსა და რაკეტას. ეს სისტემის გულია, თუმცა გვაკლია სხვა კომპონენტები, უპირველესად კი, სხვადასხვა მნიშვნელოვანი რადარი. სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს ამჟამად დეფიციტი“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ცნობისთვის, 8 ივლისს, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების წარმოების უფლებას მიანიჭებდა.
მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან ლიცენზიის შესახებ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მისი პრაქტიკაში განხორციელებისთვის ტექნიკური სამუშაოები უნდა დაიწყოს.