რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე იქორწინა, მეუღლესთან ერთად თაფლობის თვეს საფრანგეთში ატარებს.
წყვილმა ქორწილი იტალიაში, კომოს ტბის ულამაზეს სანაპიროზე გადაიხადა.
მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილს საქორწილო ცერემონიის კადრები სოციალურ ქსელში არ გაუზიარებია, ამჯერად გამომწერებს პარიზიდან გადაღებული რომანტიკული ფოტოები შესთავაზა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მსახიობის ახალმა სამკაულმაც.
მეუღლის საქორწინო საჩუქარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდის, Tiffany & Co.-ის ყელსაბამია. მისი ფასი 200 000 დოლარია.


