ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.

„უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. მადლობა შედეგისთვის“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ამ ტიპის რაკეტების სერიულ წარმოებას განახორციელებს. თავდასხმის სხვა დეტალები ან დარტყმის ზუსტი ლოკაცია პრეზიდენტს არ დაუზუსტებია.

კომპანია Fire Point-ის მიერ შემუშავებული FP-7 რაკეტის პრეზენტაცია 2025 წელს შედგა, ხოლო 2026 წლის თებერვალში გავრცელდა სახმელეთო პლატფორმიდან მისი საცდელი გაშვების კადრები.

✕