ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
უკრაინა ომით შეპყრობილი არ არის და ქვეყანა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, შესაძლოა ჩანდეს, რომ უკრაინა მხოლოდ ომზეა ფოკუსირებული, რადგან იგი მუდმივად იმეორებს მოწოდებებს იარაღის მოწოდების, თავდაცვისა და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ომი კიევს არ აურჩევია.
„ჩვენ ავირჩიეთ არ მოვკვდეთ, არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბურ შეჭრამდე უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანა იყო და ახლა უბრალოდ საკუთარ თავს იცავს.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას ვლადიმირ პუტინის მსგავსი აზროვნება არ ახასიათებს.
„თქვენს უმრავლესობას არ აქვს ბირთვული იარაღი. თქვენ არ გაქვთ მეზობლებზე თავდასხმის ჩვევა. უკრაინამ დაამტკიცა, რომ ბევრად დიდ მტერთან პირისპირაც კი, შესაძლებელია ფეხზე დგომა და გადარჩენა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.