dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
უკრაინის ძალებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და დობროპოლიეს მიმართულებით, კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მძიმე ბრძოლებია, მაგრამ რუსეთის ძალებისთვის ხელშესახები დანაკარგის მიყენება შევძელით. დღეს მთავარსარდალ სირსკის პირველი მოხსენება მოვისმინე ამ ოპერაციის შედეგების შესახებ. მისი დაწყებიდან დღემდე, ჩვენმა ჯარისკაცებმა 160 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, ხოლო კიდევ 170 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ოკუპანტებისგან არის გაწმენდილი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ასევე, მნიშვნელოვნად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი, რუსი ტყვეების რაოდენობა უკვე ასს უახლოვდება და კიდევ გაიზრდება“, - დასძინა მან.